ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა ბრაზილიას სტუმრობს


ბარაკ ობამა ბრაზილიას სტუმრობს

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ბრაზილიაში თავის კოლეგას დილმა როსეფს შეხდა. მხარეებმა ყურადღება ძირითადად ეკონომიკური საკითხებზე გაამახვილეს. ხუთდღიანი სამხრეთ ამერიკული ტურნე პრეზიდენტმა ობამამ გუშინ დაიწყო.

ობამას განცხადებით, მისი და ბრაზილის ახლადარჩეული ლიდერის შეხვედრა ისტორიული შანსია ორი ქვეყნის დაახლოების და დასავლეთ ნახევარსფეროში ორი უდიდესი დემოკრატიის გრძელვადიანი განვითარებისთვის. ბრაზილიის პრეზიდენნმა სურვილი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის დაბალანსებული სავაჭრო ურთიერთობები განვითარდეს და ასევე დაიწყოს მჭიდრო თანამშრომლობა ტექნოლოგიურ და სამეცნიერო სფეროებში.

პრეზიდენტი ობამა ბრაზილიიდან ჩილეს ეწვევა და ტურნეს სალვადორში დაასრულებს.

XS
SM
MD
LG