იაპონიის პრემიერ მინისტრმა შინზო აბემ დღეს პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან შეხვედრის დროს ამერიკელი სამხედრო პერსონალის მიერ ჩადენილი დანაშაულები ახსენა. პრეზიდენტი ობამა ტოკიოში დიდი შვიდეულის სამიტში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება.
გასულ კვირას ამერიკის ყოფილი საზღვაო ქვეითი დააკავეს. მას 28 აპრილს 20 წლის იაპონელი ქალის გაუჩინარებასთან სავარაუდო კავშირში ედება ბრალი. ახალგაზრდა ქალის გვამი გასულ კვირას იპოვეს.
ეს ინციდენტი კუნძულ ოკინავაზე მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზის რელოკაციის მცდელობას, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაართულებს. იაპონიაში მდებარე 23 ამერიკული ბაზიდან 15 ოკინავაზე მდებარეობს და ისინი კუნძლის ტერიტორიის დაახლოებით 10 პროცენტს იკავებს.
პოპულარული
1