ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამას ტელეინტერვიუ


ბარაკ ობამას ტელეინტერვიუ
ბარაკ ობამას ტელეინტერვიუ

ამერიკის პრეზიდენტმა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე გუშინ სპეციალურ ტელე-ინტერვიუში ილაპარაკა და რესპუბლიკური პარტიის პრეტენდენტებისგან განსხვავებული პოზიციების დაფიქსირებას შეეცადა.

სი-ბი-ესის პროგრამა „60 წუთისთვის“ ჩაწერილ ინტერვიუში ამერიკელმა ლიდერმა განაცხადა, რომ მას სულაც არ ეგონა რომ ამერიკელები ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობით დაკმაყოფილდებოდნენ. ობამას განცხადებით, თუ ამერიკელ ამომრჩეველს მართლაც სჯერა, რომ რესპუბლიკელების პლატფორმით გათვალისწინებული მდიდარი მოქალაქეების მცირეოდენი დაბეგვრა და სუსტი რეგულაციები მისაღებია, მაშინ ის მართლაც წააგებს მომავალი წლის არჩევნებში.

ტელეინტერვიუში ობამამ დასძინა, რომ იგი ამერიკელ ამომრჩეველზე ამყარებს იმედს, და ფიქრობს, რომ ელექტორატმა მას მხარი უნდა დაუჭიროს მეორე დიდი დეპრესიის თავიდან აცილებისთვის, ასევე ჯანდაცვის მომსახურების საფასურის შემცირებისა და ავტოინდუსტრიის გადარჩენისთვის.

XS
SM
MD
LG