ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში გრძელდება


ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში გრძელდება
ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში გრძელდება

ჩინეთის პრეზიდენტის ჰუ ჯინ ტაოს ვიზიტი შეერთებულ შტატებში წარმატებით მიმდინარეობს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა წარმომადგენლის ჰონგ ლის განცხადებით:’’ წარმატებით ჩაირა პრეზიდენტ ჰუს მოლაპარაკებამ პრეზიდენტ ობამასთან, რომლის დროსაც ამერიკა-ჩინეთის ურთიერთ თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.“

მოლაპარაკების დროს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ჩინური ვალუტის საკითხს. პრეზიდენტ ობამას განცხადებით:

“ ჩვენ გავაგრძელებთ ჩინური ვალუტის კურსზე დაკვირვებას, რათა ის რაც შეიძლება მეტად იყოს დამოკიდებული ბაზრის ცვალებადობაზე და არცერთ ქვეყანას არ შეეძლოს მისი მანიპულირების საშუალება.“

განიხილეს ასევე ტაივანის პრობლემაც, რომელსაც ჩინეთი თავის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს და არ გამორიცხავს სამხედრო ძალის გამოყენებას თუ ეს ქვეყანა დამოუკიდბლობის გამოცხდებას გაბედავს.

XS
SM
MD
LG