ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა ქალაქ ფლინტს ეწვევა


თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს მიჩიგანის შტატში მდებარე ქალაქ ფლინტს ეწვევა. ფლინტში სასმელი წყალი ტყვიითაა დაბინძურებული და ქალაქის მოსახლეობა მხოლოდ ბოთლებში ჩამოსხმულ წყალს იყენებს.

პრეზიდენტის ვიზიტის მიზანი ფედერალური მთავრობის მიერ განხორციელებული პროგრამების პირადად შემოწმებაა.

ფლინტში სასმელი წყლის დაბინძურება იმან გამოიწვია, რომ ქალაქის ხელმძღვანელობამ წყლის მიწოდება დეტროიტის რეზერვუარიდან მდინარე ფლინტზე გადართო. მდინარის წყალი გაცილებით მარილიანია, ვიდრე დეტროიტის რეზერვუარიდან შემდინარი წყალი. მარილმა მილების კოროზია გამოიწვია და მილებიდან ტყვიამ სასმელ წყალში შეაღწია.

XS
SM
MD
LG