ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ამერიკელებს გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართავს


ბარაკ ობამა
ბარაკ ობამა

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ჩიკაგოდან გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართავს ამერიკის მოსახლეობას. ის მისი პრეზიდენტობის რვა წელს შეაფასებს და ქვეყნის მომავლის საკუთარ ხედვას წარმოადგენს.

ბარაკ ობამა ვაშინგტონში საშობაო შვებულებიდან, რომელიც ჰავაიზე ოჯახთან ერთად გაატარა, დღეს დაბრუნდება. უკანასკნელი საუკუნის მანძილზე, ის პირველი პრეზიდენტია, რომელიც საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ ვაშინგტონში დარჩენას აპირებს. ობამები ვაშინგტონში 2019 წლამდე დარჩებიან, როცა მათი უმცროსი ქალიშვილი საშა სკოლას დაამთავრებს.

მისი პრეზიდენტობის მიწურულს, ობამამ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწვეტილება მიიღო. ამერიკამ, პირველად შეიკავა თავი გაეროს უშიშროების საბჭოში ისრაელისადმი კრიტიკული რეზოლუციის დაბლოკვისგან. რეზოლუცია თელავივის მხრიდან დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე დასახლებების აშენების აკრიტიკებს და მოუწოდებს ისრაელს შეწყვიტოს მსგავსი პოლიტიკა. ობამას გადაწყვეტილებას, ბენიამინ ნეთანიაჰუს მხრიდან კრიტიკული რეაქცია მოჰყვა.

გასულ კვირას, ობამამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა და 35 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. ობამას ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება, რუსეთის მიერ აშშ-ს არჩევნებზე ჩარევის მცდელობის და მოსკოვის მიერ ორგანიზებული ჰაკერული შეტევების საპასუხოდ მიიღო.

ოთხშაბათს, 3 იანვარს, აშშ-ს პრეზიდენტი, კონგრესში დემოკრატებს შეხვდება, რათა მის კოლეგებთან სტრატეგია შეათანხმოს, რომელიც მათ საშუალებას მისცემს წინ აღუდგნენ დონალდ ტრამპის მიერ, ობამას ჯანდაცვის პროგრამის გაუქმებას.

XS
SM
MD
LG