ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამას დიდი ბებია 99 წლის ასაკში გარდაიცვალა


სარა ობამა, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის კენიური ოჯახის მატრიარქი, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. მატრიარქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია, ოჯახმა და ნათესავებმა დაადასტურეს.

დედა სარა, ბარაკ ობამას დიდი ბებია, პრეზიდნეტ ობამას ბაბუის მეორე ცოლი ქველმოქმედი იყო და ხელს უწყობდა გოგონების ასევე ობლების განათლებას.

სარა სიცოცხლის ბოლო დღეებში კისიმუს სასწავლო-რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობდა და იქვე გარდაიცვალა.

„ის ამ დილით გარდაიცვალა. ჩვენ განადგურებულნი ვართ“ - განაცხადა სარას შვილმა მრსატ ონიანგომ "ასოშეირტედ პრესთან".

"ის მუდამ ემხასოვრებათ საკუთარი საქმიანობით, რომლითაც ხელს უწყობდა ობლების განათლებას" - აცხადებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი.

სარა ობამა, პრეზიდენტ ბარაკ ობამას ბაბუის მეორე ცოლია და მას დიდი წვლილი მიუძღვის, პრეზიდენტ ობამას მამის აღზრდაში. ოჯახი კენიის ლუოს ეთნიკური ჯგუფის წევრიან.

პრეზიდენტი ობამა სარას მიმართ სიყვარულსა და ყურადღებას ხშირად ამჟღავნებდა. საკუთარ მოგონებებში „ოცნებები მამაჩემისგან“, სარას ის „ბებოდ“ მოიხსენიებს. სწორედ ამ წიგნში აღწერს ის 1988 წელს, მამის სამშობლოში მოგზაურობას, სარასთან შეხვედრას და პირველი ურთიერთობის უხერხულობას, რომელიც თბილ კავშირში გადაიზარდა. სარა 2009 წელს, პრეზიდენტ ობამას პირველ ინაუგურაციას დაესწრო. მოგვიანებით ბებიის შესახებ პრეზიდენტმა ობამას გაეროში სიტყვით გამოსვლას ისაუბრა, 2014 წელს.

„თუ ქალი განათლებას მიიღებს, ის არა მხოლოდ თავის ოჯახს, არამედ მთელ სოფლეს გაანათლებს“ - ამბობდა სარა.

განათლების მხარდაჭერისთვის 2014 წელს სარამ გაეროს ჯილდო მიიღო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG