ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ევროპაში მიემგზავრება


შეერთებული შტატების პრეზიდენტი მონაწილეობას საფრანგეთში, ნორმანდიაში გამართულ საზეიმო ცერემონიალში მიიღებს

პრეზიდენტი ობამა ოთხდღიანი ვიზიტით ევროპაში მიემგზავრება. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვაშინგტონს დღეს საღამოს დატოვებს და პოლონეთს, ბელგიას და საფრანგეთს ესტუმრება.

რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობის გამო პრეზიდენტი ობამა პოლონეთში უკრაინის ახლადარჩეულ ლიდერს, პეტრო პოროშენკოს შეხვდება. შემდეგ ის ბრიუსელში დიდი შვიდეულის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. შეერთებულმა შტატებმა და მისმა პარტნიორმა ქვეყნებმა რუსეთის ქმედების გამო მას ბოიკოტი გამოუცხადეს და რუსეთში დაგეგმილი დიდი შვიდეულის შეხვედრა ბრიუსელში გადაიტანეს.

ევროპული ტურნეს დასასრულს ბარაკ ობამა მონაწილეობას საფრანგეთში, ნორმანდიაში გამართულ ცერემონიალში მიიღებს. იქ მეორე მსოფლიო ომის დროს მოკავშირეთა ჯარების გადასხმის 70 წლისთავი აღინიშნება.
XS
SM
MD
LG