ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამამ აფრიკაში ვიზიტი დაასრულა


ობამამ ეთიოპიაში აფრიკულ კავშირს სიტყვით მიმართა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დღეს აღმოსავლეთ აფრიკაში ვიზიტი დაასრულა, ის პირველი პრეზიდენტია, რომელიც ეთიოპიას ესტუმრა.

პრეზიდენტი ობამა დედაქალაქ ადის აბებაში აფრიკული კავშირის შტაბბინაში სიტყვით გამოვიდა და აფრიკული კავშირის მეთაურს შეხვდა.

გუშინ ობამა ეთიოპიის პრემიერ მინისტრს შეხვდა, სადაც მან ქვეყნის მთავრობას ჟურნალისტებისთვის და ოპოზიცური პარტიებისთვის უფრო თავისუფალი მუშაობის საშუალების მიცემისკენ მოუწოდა. პრემიერის თქმით ეთიოპია მზად არის ადამიანის უფლებების მდგომარეობა და მმართველობა გააუმჯობესოს.

გუშინ გამართული შეხვედრების შემდეგ თეთრი სახლი აღმოსავლეთ აფრიკაში ექსტრემიზმთან საბრძოლველად სულ მცირე 40 მილიონი ამერიკული დოლარის გამოყოფას აპირებს. მთლიანობაში ამერიკის მთავრობა 465 მილიონს დახარჯავს აფრიკის კონტინენტზე ძალადობრივ ექსტრემიზმთან გასამკლავებლად.

XS
SM
MD
LG