ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს


ობამა სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს
ობამა სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს

2 დღიანი საარჩევნო კამპანიის შემდეგ, პრეზინდეტი ბარაკ ობამა აიოვასა და ვირჯინიის შტატებში დღეს პატარა ჯგუფებთან შეხვედრებს მართავს. მანამდე ამერიკის პრეზიდენტი ახალგაზრდებს კონგრესის შუალედური არჩევნებისთვის აგულიანებდა.

“ჩვენ გულხელდაკრეფილები ვერ ვისხდებით, ქვეყანას უფსკრულში ვერ გადავაგდებთ მხოლოდ იმიტომ რომ სხვებს ეს არ ადარდებთ. დარტყმები ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ძლიერია, მაგრამ მე მთელი ძალით ვეცდები ბრძოლას.”-განაცხადა პრეზიდენტმა მედისონში, ვისკონსინის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას.

აიოვას შტატში ბარაკ ობამა ადგილობრივ ოჯახებს შეხვდება და მათთან ეკონომიკაზე ისაუბრებს. როგორც ცნობილია გასული წლის რეცესიის შემდეგ მდგომარეობა ჯერ კიდევ ბოლომდე არ გამოსწორებულა.

კონგრესის ნოემბრის არჩევნებზე ბარაკ ობამა და დემოკრატები სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდებიან, როგორც ცნობილია, 2008 წლის შემდეგ რეიტინგი საკმაოდ დაბალია. სწორედ ამიტომ ამერიკის პრეზინდეტი ამომრჩეველს შუალედური არჩევნების წინ თავად მოუწოდებს სწორი არჩევანის გაკეთებისკენ.

XS
SM
MD
LG