ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას ავტომანქანების ალტერნატიულ საწვავზე გადაყვანას ცდილობს


ობამამ მანქანების ალტერნატიულ საწვავზე გადასართავად ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობებზე ისაუბრა

ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ ნავთობის ფასის გაზრდისგან თავის გასათავისუფლებლად „მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანების ნავთობიდან სხვა საწვავზე გადაყვანა იქნება.“

მისი თქმით, სწორედ ამის გამო ერისადმი ყოველწლიურ მიმართვაში მან განაცხადა, რომ უნდა შეიქმნას ენერგო უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფი, რომელიც ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობებს გამოიძიებს მანქანების ალტერნატიულ საწვავზე გადასართავად.

შაბათის ყოველკვირეულ რადიო მიმართვაში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ კვლევის დასაფინანსებლად თანხების მოძიება ამერიკის ფედერალური ნავთობისა და ბუნებრივი აირის გაყიდვიდან შემოსული შემოსავლიდან შეიძლება და ის დამატებითი თანხების გამოყოფას არ საჭიროებს.
XS
SM
MD
LG