ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი მოხსენებაში ეკონომიკაზე ისაუბრებს


Obama Prayer Breakfast
Obama Prayer Breakfast

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პრეზიდნეტ ბარაკ ობამას პირველი გამოსვლა საკანონმდებლო ორგანოსა და ერის წინაშე

დღეს მოგვიანებით, ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ყოველწლიური მიმართვით წარდგება კონგრესის წინაშე, სადაც ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავს. ეს არის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პრეზიდნეტ ბარაკ ობამას პირველი გამოსვლა საკანონმდებლო ორგანოსა და ერის წინაშე.
მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტი მოხსენებაში ყურადღებას ამერიკის სუსტი ეკონომიკისა და დასაქმების ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ გაამახვილებს.

ადმინისტრაციის უფროსი მრჩევლების მიერ გავრცელებული წინასწარი ინფორმაციით, პრეზიდენტი კონგრესს მოუწოდებს დაამტკიცოს კანონმდებლობა, რომელიც ეკონომიკურ, მათ შორის ინფრასტრუქტურის, კვლევებისა და განათლების პროექტებში მეტ ინვესტიციას ითვალისწინებს.
სავარაუდოდ პრეზიდენტი ეკონომიკის მდგომარეობას კლიმატის ცვლილებას დაუკავშირებს და გამოვა სუფთა ენერგიის პროექტების წახალისების ინიციატივით.
XS
SM
MD
LG