ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტ ობამას ყოველკვირეული მიმართვა


ობამას ინიციატივით შეიქმნილი სააგენტო მოსახლეობის კრედიტუნარიანობას შეამოწმებს

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ თუ ვინმეს ეჭვი ეპარება საკუთარ კრედიტუნარიანობაში უნდა მიმართოს ახლად დაარსებულ დამოუკიდებელ სააგენტოს. პრეზიდენტის თქმით, სააგენტო მისი ინიციატივით შეიქმნა და მისი დანიშნულება მომხმარებლის დაცვაა.
შაბათს გაკეთებულ ყოველკვირეულ მიმართვაში ობამამ აღნიშნა, რომ სააგენტოს დანიშნულება მოსახლეობისთვის დახმარების აღმოჩენაა, რომელიც მათ ხელს შეუწყობს ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილებები მიიღონ.
ობამამ ამერიკის მოქალაქეებს სთხოვა შეამოწმონ საკუთარი საკრედიტო ქულები, რადგანაც კომპანიებმა, რომლებიც ინდივიდუალური პირების კრედიუნარიანობას ამოწმებენ, შეიძლება შეცდომა დაუშვან და არასწორი გამოთვლები გააკეთობ. ეს ქულები კი საბოლოო ჯამში გამოიყენება იმის დასადგენად, შეძლებს თუ არა ადამიანი უძრავი ქონების ან საკრედიტო ბარათების აღებას.
XS
SM
MD
LG