ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას შეხვედრა სახელმწიფო უშიშროების გუნდთან


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს უშიშროების გუნდს ხვდება. ვაშინგტონის გარეუბანში მდებარე კონტრტერორიზმის ეროვნულ ცენტრში ისინი ხელისუფლების მიერ ქვეყნის ტერორისტული იერიშებისგან დაცვის მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრებენ.

შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტი ობამა მედიისთვის განცხადებას გააკეთებს. ის ბოლო დროს გაკეთებულ გამოსვლებში, განსაკუთრებით კი კალიფორნის შტატის ქალაქ სან-ბერნარდინოში განხორციელებული იერიშის შემდეგ, რამოდენიმეჯერ შეეცადა ამერიკელების გამხნევებას.

ორშაბათს, პენტაგონში გამოსვლისას პრეზიდენტმა დარწმუნებით განაცხადა, რომ ამერიკის ლიდერობით საერთაშორისო კოალიცია დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს დამარცხებას შეძლებს. მისი თქმით, ექსტრემისტებს თანდათან საყრდენი ეცლებათ და მალე გადამალვისთვის ადგილიც აღარ დარჩებათ.

XS
SM
MD
LG