ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა დღეს უშიშროების საბჭოს ხვდება


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს პენტაგონში ეროვნული უშიშროების საბჭოს შეხვდება და დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლაში ამერიკის ძალისხმევაზე ისაუბრებს.

“პრეზიდენტი ეროვნული უშიშროების საბჭოსგან უახლეს ინფორმაციას მიიღებს და უსაფრთხოების ჯგუფთან ერთად ტერორისტული დაჯგუფების განადგურების კამპანიაზე იმსჯელებს”, ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტი ჟურნალისტებსითვის განცხადებას გააკეთებს.

XS
SM
MD
LG