ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ-იორკ თაიმსი: რა იცით საქართველოს შესახებ?


გაზეთ "ნიუ-იორკ თაიმსმა" რუბრიკაში "კვირის ქვეყანა" მიმდინარე კვირას საქართველო შეარჩია. გამოცემა მკითხველს ეკითხება თუ რა იციან მათ საქართველოს შესახებ.

გამოკითხვაში 5 კითხვა შედის, მათ შორის, გეოგრაფიული მდებარეობის, ისტორიის, სამზარეულოს და 2008 წლის ომის შესახებ.

„შავი ზღვის და კავკასიის მთებით შემოსაზღვრულ ქვეყანას საქართველოს, საბჭოთა კავშირის კალიფორნიას უწოდებდნენ მაშინ, როცა ის რკინის ფარდის მიღმა იყო. შთამბეჭდავი ლანდშაფტის მქონე ეს უხვმოსავლიანი ქვეყანა, რომელიც სამხრეთ კაროლინის შტატზე ცოტა პატარაა, ცნობილია გამორჩეული ხილით და ბოსტნეულით, შესანიშნავი ღვინით და ნიჭიერი კინორეჟისორებით“, ამბობს ავტორი.

"ნიუ-იორკ თაიმსის" კითხვარის სანახავად დააჭირეთ აქ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG