ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

NYPD გეი ბარში ჩატარებული რეიდის გამო ბოდიშს იხდის


stone wall inn, ნიუ-იორკი, 2019

“ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ქმედებები იყო შეცდომა. კანონი და მოქმედებები იყო დისკრიმინაციული და რეპრესიული. ამიტომ, ამის გამო ბოდიშს ვიხდი.” - ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტის კომისარი, ჯეიმს ო' ნილი 50 წლის წინ ჩატარებული რეიდის გამო ბოდიშს იხდის.

1969 წლის 28 ივნისს, ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტმა მანჰეტენზე, გრინვიჩ ვილიჯში, “Stonewall Inn” ში რეიდი მოაწყო. პოლიციელებსა და ლგბტ თემის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. 69 წელს განვითარებული მოვლენები ისტორიაში “სთოუნ უოლის ჯანყის” სახელით დარჩა.

stone wall inn - ნიუ-იორკი, 2019
stone wall inn - ნიუ-იორკი, 2019

სწორედ ამ მოვლენებმა ჩაუყარა საფუძველი ლგბტ თემის უფლებადამცველ მოძრაობას. “სთოუნ უოლის ჯანყიდან” ერთი წლის შემდეგ, ნიუ იორკში პირველი გეი სიამაყის მარში გაიმართა. მსვლელელობა გრინვიჩ ვილიჯიდან დაიწყო და "ცენტრალ პარკში" დასრულდა.

ივნისში, შეერთებულ შტატებში, “ლგბტ სიამაყის” თვე აღინიშნება. ოთხი კვირის განმავლობაში, ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. 30 ივნისს კი ნიუ-იორკში მსვლელობა გაიმართება. წელს მასში მონაწილეობას 150 000 აქტივისტი მიიღებს. ქალაქში კი მიმდინარე თვეში, 4 მილიონ ნახევარ ვიზიტორს ელოდებიან.

XS
SM
MD
LG