ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ იორკში კვლავ დიდთოვლობას ელიან


ნიუ იორკში კვლავ დიდთოვლობას ელიან
ნიუ იორკში კვლავ დიდთოვლობას ელიან

ნიუ იორკის მერი მაიკლ ბლუმბერგი, რომლის ადმინისტრაციაც კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა დეკემბერში მომხდარი ქარიშხლის შედეგების სალიკვიდაციოდ გადადგმული არადამაკმატოფილებელი მოქმედებების გამო, ახლა ნიუ იორკის საგანგებო სამაშველო რაზმების მობილიზაციას ახდენს დღეს მოსალოდნელი დიდთოვლობის გადასალახად.

ამერიკის ამინდის ნაციონალური სამსახურის ინფორმაციით თოვლის საფარი 12 სანტიმეტრს მიაღწევს. რაც ბევრად ნაკლებია გასულ წელს 26 დეკემბერს მოსული თოვლის რაოდენობისა, რომლის საფარი 25თ სანტიმეტრზე დაფიქსირდა.

ბლუმბერგმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნიუ იორკში თოვლის გამწმენდი მანქამები იმოძრავებს, რომლებზეც თანამგზავრის სისტემები იქნება დამონტაჟებული. ამ გაუმჯობესებული ტექნოლოგიით სამაშველო რაზმები შეძლებენ განსაზღვრონ თოვლში ჩაფლული მანქანების ადგილმდებარეობა.

XS
SM
MD
LG