ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ-იორკში ვერტმფრენი ჩამოვარდა


მანჰეტენი, ნიუ-იორკი
მანჰეტენი, ნიუ-იორკი

რამდენიმე წუთის წინ ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, ვერტმფრენი ჩამოვარდა. ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტი ადასტურებს, რომ ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, ერთი ადამიანი. ის შვეულმფრენის პილოტი იყო.

ვერტმფრენი, სავარაუდოდ, 51 სართულიან შენობას დაეჯახა. ავარიის ადგილზე იმყოფებიან ნიუ-იორკის ოფიციალური პირები, მათ შორის, გუბერნატორი ენდრიუ კუომო.

ნიუ-იორკის სახანძრო დეპარტამენტის ინფორმაციით, ვერტმფრენი მიდთაუნ მანჰეტენზე, მეშვიდე ავენიუზე, ერთ-ერთ შენობას დაეჯახა. ამ დროისთვის, შენობა ევაკუირებულია და ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG