ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ-იორკში საქართველოს საკონსულოსთან აქცია დაიგეგმა


ნიუ-იორკი, 26 მაისი 2019 წელი

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ნიუ-იორკში, საქართველოს საკონსულოსთან საპროტესტო აქცია გაიმართება.

აქციის მონაწილეები თბილისში განვითარებული მოვლენების გაპროტესტებას გეგმავენ.

"ბიძინა ივანიშვილი ნაცარს გვაყრის თვალში. ოკუპაციის შესახებ კანონს არღვევს ეს მთავრობა. მათ შემოუშვეს საქართველოს დედაქალაქში რუსი დეპუტები, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას. ეს პირები ასევე იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მათ დაარღვიეს ოკუპაციის შესახებ კანონი და ისინი უნდა დაეკავებინათ. თუმცა მათ ისე დატოვეს საქართველო, რომ ჯარიმაც არ დააკისრეს," - აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი კობა სუბელიანი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG