ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ-იორკის აფეთქებაში ეჭვმიტანილი ტერორისტთა პროპაგანდას ეცნობოდა


პოლიციის ოფიციალური ინფორმაციით, ნიუ-იორკში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი ალქაედ ულა დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მიერ გავრცელებულ პროპაგანდას ინტერნეტით ადევნებდა თვალს. გამომძიებლებს მან უთხრა, რომ აფეთქება შეერთებული შტატების სამხედრო აგრესიის პასუხად მოაწყო.

ეჭვმიტანილი ბანგლადეშიდან იმიგრირებული 27 წლის ტაქსის მძღოლია. აფეთქება ნიუ-იორკის მეტროს სადგურზე ორშაბათს დილით, პიკის საათებში მოხდა. ალქაედ ულა შეეცადა ბომბი ტანზე შემოეხვია, მაგრამ მისი ბოლომდე დეტონაცია ვერ მოახერხა და აფეთქებისას მხოლოდ დამწვრობები მიიღო.

ეჭვმიტანილის გარდა, ინციდენტში 3 ადამიანი დაშავდა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიციის ცნობით, აფეთქება მოხდა გვირაბში, რომელიც მანჰეტენზე მდებარე ავტობუსების საკვანძო ტერმინალს ტაიმ-სკვერის მეტროს სადგურებთან აკავშირებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG