ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ-იორკის აფეთქებაში ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია


ადამიანი, რომელიც მანჰეტენზე დღეს მოწყობილ აფეთქებაშია ეჭვმიტანილი, არის 27 წლის აქაედ ულა. ნიუ-იორკის მერმა მომხდარს "ტერორისტული იერიშის მცდელობა" უწოდა.

აფეთქება დღეს დილით, მანჰეტენის ცენტრალურ ნაწილში მდებარე საკვანძო სატრანსპორტო ცენტრში მოხდა. ინციდენტში 4 დაშავებულია, მათ შორის - მთავარი ეჭვმიტანილი აქაედ ულაც.

ეჭვმიტანილი იქვე მდებარე საავადმყოფოში იმყოფება და მას პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ მკურნალობენ. დაშავებულებს სასიცოცხლო ჭრილობები არ აღენიშნებათ.

საქმეს შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებს, რომელიც ვითარებას ფედერალურ, შტატის და სხვა ადგილობრივ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით სწავლობს. დეპარტამენტის პრეს-სპიკერის მოვალეობის შემსრულებელი ტაილერ ჰოლტონი ყველას მოუწოდებს, ნებისმიერი საეჭვო აქტივობის შესახებ, სასწრაფოდ აცნობონ შესაბამის ორგანოებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG