ნიუ იორკში, ისლამური ცენტრის იმამი აცხდაებს, რომ თერთმეტი სექტემბრის ტერაქტების ადგილას მეჩეთის მშენებლობის გეგმა მასშტაბურ დებატებში გადაიზარდა.
იმამ ფეიზალ აბდულ რაუფი ამბობს, რომ დებატების ცენტრში არა მეჩეთის მშენებლობა, არამედ ამერიკაში ისლამის მდგომარეობა დგას. მისი სიტყვებით, ეს არის ურთიერთობა მის საყვარელ რელიგიასა და მის საყვარელ ქვეყანას შორის.
დღეს, რაუფმა, ნიო ორკში მდებარე საგარეო ურთიერთობათა საბჭოში გამოსვლისას, განაცხადა, რომ მეჩეთისა და ისლამის შესახებ დისკუსიამ ცხარე დებატების სახე ნოემბრის არჩევნების წინ მიიღო.
ამ ფონზე, დღეს გამოქვეყანდა ქვინიპიაკის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი აზრის აღიარებული კვლევის შედეგები, სადაც ნათქვამია, რომ ამერიკელების სამოცდაათ პროცენტს მიაჩნია, რომ მუსლიმებს ამ ქვეყანაში უფლება აქვთ თერთმეტი სექტემბრის ტერაქტების შორიახლოს მეჩეთი ააშენონ.