ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საგანგებო სამედიცინო მდგომარეობა ნიუ იორკის შტატში


ექსპერტების ვარაუდით, ეპიდემია შესაძლოა კანადაში გავრცელდეს

შაბათს, ნიუ იორკის შტატმა საგანგებო სამედიცინო მდგომარეობა გამოაცხადა, რაც ქვეყანაში გრიპის ვირუსის ეპიდემიას უკავშირდება. ექსპერტების ვარაუდით, არა არის გამორიცხული ეპიდემია კანადაში გავრცელდეს.

საგანგებო ბრძანებულებაში ნათქვამია, რომ ყველა სამედიცინო და ფარმაკოლოგიურმა დაწესებულებამ უნდა ჩაატაროს ვაქცინაცია 18 წლამდე ბავშვებში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოთ ჩვილ ბავშვებს. მსგავსი ბრძანებულება გამოიცა ბოსტონშიც. ეპიდემიამ 47 შტატი მოიცვა, რასაც 20 ბავშვი შეეწირა.

XS
SM
MD
LG