ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნორვეგიაში მეჩეთზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს


ნოვერგიაში, მეჩეთზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.

"ის დუმილის უფლებას იყენებს", - განაცხადა ადვოკატმა ორშაბათს და დასძინა, რომ ის ბრალს არ აღიარებს.

ეჭვმიტანილი, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის ფილიპ მანსჰაუსია. ნორვეგიელ მამაკაცს ბრალი მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ედება. მეჩეთზე თავდასხმისას არავინ დაღუპულა, თუმცა მოგვიანებით, პოლიციამ სხვა ლოკაციაზე ეჭვმიტანილის დის ცხედარი იპოვა. თავად მეჩეთზე თავდასხმას კი გამოძიება სავარაუდო ტერორისტული აქტის მიმართულებით იძიებს.

ოსლოს პოლიციის მთავარი ინსპექტორის მოადგილემ, რუნ სკიოლდმა განაცხადა, რომ პოლიციამ შეიარაღებული თავდამსხმელის "ულტრა-მემარჯვენე, ექსტრემისტული შეხედულებებისა" და იმიგრანტებისადმი, სავარაუდოდ, მტრული განწყობის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოიპოვა.

როდესაც თავდამსხმელი ალ-ნორის ისლამურ ცენტრში შევიდა, იქ შაბათის მსახურებაზე მხოლოდ სამი ადამიანი იმყოფებოდა. მან ორ მამაკაცს გაუხსნა ცეცხლი, თუმცა მესამე ადამიანმა, 65 წლის ვეტერანმა მისი გაკავება შეძლო, თავად კი მცირე დაზიანებები მიიღო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG