ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნები ნორვეგიაში


კონსერვატორი ლიდერის არჩევის შემთხვევაში, ნორვეგიაში სავარაუდოდ, საემიგრაციო კანონმდებლობა გამკაცრდება

ნორვეგიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. წინასწარი მონაცემებით, მემარცხენე ცენტრისტები იმარჯვებენ, რაც მთავრობაში მკვეთრ ცვლილებებს გამოიწვევს. ანალიტიკოსების აზრით, განსაკუთრებით ეს ქვეყნის საემიგრაციო კანონმდებლობას დაეტყობა, რომელიც მნიშვნელოვნად გამკაცრდება.

საზოგადოებრივი გამოკითხვების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე კონსერვატორი ლიდერი ერნა სოლბერგი ლიდერობს. მისი გამარჯვების შემთხვევაში, ნორვეგიაში პროგრესის პარტიასთან ერთად კოალიციური მთავრობა შეიქმნება. აქამდე, 2005 წლიდან მოყოლებული, ქვეყნის სათავეში მემარცხენე ცენტრისტები იყვნენ. ხელისუფლებისადმი უკმაყოფილება განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც მთავრობამ 2011 წელს მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის აღკვეთა ვერ შეძლო. მემარჯვენე ექსტრემისტმა ანდერს ბრეივიკმა მაშინ 77 ადამიანი მოკლა. მათ შორის ქართველი სტუდენტი, თამთა ლიპარტელიანიც იყო.
XS
SM
MD
LG