ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნორვეგიის პრემიერის წინასაარჩევნო გადაწყვეტილება


პრემიერ მინისტრის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება სავარაუდოდ არჩევნებს უკავშირდება

ნორვეგიის პრემიერ მინისტრი აცხადებს, რომ ხალხის აზრის გასაგებად საუკეთესო ადგილი ტაქსია. ამ მოსაზრებიდან გამომდინარე იენს სტოლტენბერგმა ივნისში ერთი დღე ოსლოში ტაქსის მძღოლად იმუშავა.

ამ დღის ვიდეო მასალა დღეს პრემიერ მინისტრის ფეისბუქის გვერდზე დაიდო. პრემიერ მინისტრის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება სავარაუდოდ არჩევნებს უკავშირდება. მისი ლეიბორისტული პარტიის რეიტინგი ჩამორჩება ოპოზიციური კონსერვატიული პარტიის რეიტინგებს.

ტაქსში ფარული კამერები იყო დაყენებული, რომლებიც მგზავრების რაქციას აფიქსირებდა როცა ისინი ხვდებოდნენ, რომ მათი მძღოლი პრემიერ მინისტრი იყო. ერთ-ერთმა მგზავრმა მას მანქანის მართვის უნარი დაუწუნა, სტოლტემბერგმა კი საპასუხოდ განაცხადა, რომ 8 წლის განმავლობაში ის მანქანას პირველად მართავდა.
XS
SM
MD
LG