ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოჩენისა და გაუვნებელყოფის ექსპერტებმა ჩრდილოეთ ირლანდიაში ერთ-ერთი პატარა თვითმფრინავიდან ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღეს. პოლიციამ გადაკეტა სენტ ანჯელოს აეროპორტთან მისასვლელი გზები. ამ დროისთვის ოფიციალური პირები არ იძლევიან არავითარ ინფორმაციას ბომბის და შესაძლო ორგანიზატორების შესახებ. მიუხედავად 1998 წელს მიღწეული შეთანხმებისა, რომლის მიხედვითაც კათოლიკებსა და პროტესტანტებს შორის ძალაუფლების გადანაწილება ხდება, ჩრდილოეთ ირლანდიაში პერიოდულად ადგილი აქვს ძალადობას და ტერორისტულ მუქარებს.