ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრ. კორეის ლიდერის ბიძა სიკვდილით დასაჯეს


ჩრდილოეთ კორეაში ჩან სონ ტეკი, ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ბიძა სიკვდილით დასაჯეს. სულ ცოტა ხნის წინ ის კომუნისტურ ქვეყანაში მეორე ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ფიგურად განიხილებოდა.

ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კიმ ჩენ ინის ბიძას განაჩენი ხუთშაბათს საგანგებო სამხედრო ტრიბუნალმა გამოუტანა. რის შემდეგაც ის სასწრაფოდ სისრულეში იქნა მოყვანილი. 67 წლის ჩან სონ ტეკი ბრალდებულად კორუფციაში, მექალთანეობაში, ალკოჰოლის და ნარკოტიკის მოხმარებაში სცნეს.
XS
SM
MD
LG