ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფხენიანი ვაშინგტონს ნებისმიერ პროვოკაციაზე საპასუხო იერიშით ემუქრება


ხუთშაბათს, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში განაცხადა, რომ “ჩრდილოეთ კორეა პრობლემაა”. მან კვლავ გაიმეორა დაპირება იმის შესახებ, რომ ის ამ პრობლემას “მიხედავს”.

ფხენიანიდან ოფიციალურმა პასუხმა არ დააყოვნა: “თუკი შეერთებული შტატები წინდაუხედავ სამხედრო მანევრებს მიმართავს, ჩვენ მას კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ განხორციელებული პრევენციული დარტყმით დავუპირისპირდებით” - განაცხადა დღეს ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ჰან სონგ რიოლმა. “ასოშეიტიდ პრესისთვის” მიცემულ ინტერვიუში მან ასევე თქვა, რომ ხელში “ძლიერი ბირთვული იარაღი აქვთ” და შესაბამისად, ამერიკის იერიშის პირისპირ “გულხელდაკრეფილი” არ ისხდებიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG