ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდი შვიდეულის მოლაპარაკებები მოუგვარებელ კონფლიქტებზე ფოკუსირდება


დიდი შვიდეულის მოლაპარაკებებზე ყურადღება მოუგვარებელ კონფლიქტებზე გამახვილდება.
მსოფლიოს ქვეყნების დიპლომატებმა, ბოლო რამდენიმე წელიწადი იმის მცდელობაში გაატარეს, რომ სირიის კონფლიქტისთვის, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული ამბიციებისთვის, და საკუთარ სამეზობლოში და საზღვარგარეთ რუსეთის ქმედებებისთვის გამოსავალი მოეძებნათ.

იმ დროს, როცა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი, მოსკოვში მოლაპარაკებებზე გამგზავრებამდე იტალიაში, დიდი შვიდეულიდან თავის კოლეგებს ხვდება, ეს საკითხები ამ კვირის საკვანძო საკითხებად რჩება, ზოგიერთი კი გადაუდებელ საკითხად იქცა.

დიდი შვიდეულის მიერ უფრო კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება კი უფრო მაისის ბოლოსთვის არის მოსალოდნელი, როცა ამ ქვეყნების ლიდერები იტალიაში, საკუთარ უმაღლესი დონის შეხვედრაზე შეიკრიბებიან.

დღეს და ხვალ მოწყობილ შეხვედრებზე, ამ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მომავალი სამიტისთვის საფუძველს ამზადებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG