ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეა ბოდიშის მოხდას უარყოფს


ჩრდილოეთ კორეა უარყოფს ბოდიშის მოხდას ნაღმის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც სამხრეთ კორეის ორი მოქალაქე დაშავდა. ფხენიანის განცხადებით, მსგავსი ინფორმაციის გავრცელება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას კიდევ უფრო დაამძიმებს.

თავდასხმასთან დაკავშირებით ჩრდილოეთის მიერ „სინანულის“ გამოთქმაგასულ კვირას მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილი იყო, რომელსაც ორ კორეას შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა უნდა შეემსუბუქებინა.

სამხრეთ კორეის განცხადებით, გასულ კვირას მიღწეული შეთანხმება, რომელიც ერთობლივი განცხადების გამოქვეყნებაში მდგომარეობდა, იმის დასტური იყო, რომ ჩრდილოეთი აგვისტოს დასაწყისში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას კისრულობდა. თუმცა, ფხენიანი მალევე გამოეხმაურა სეულის განცხადებას და თქვა, რომ არაფერია იმაზე „ცარიელი და მხდალი,“ რომ ერთობლივად გაკეთებული განცხადება რომელიმე მხარემ ცალმხრივ გამარჯვებად მიიჩნიოს.

XS
SM
MD
LG