ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვიცე პრეზიდენტი პენსი სამხრეთ კორეას სრულ მხარდაჭერას უცხადებს

იმ დროს, როცა ჩრდილოეთ კორეა რაკეტების და ბირთვული იარაღის გამოცდებს აგრძელებს, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ნათლად გამოხატა, რომ შეერთებული შტატები სამხრეთ კორეის გვერდით დგას.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ და პრემიერ-მინისტრ ჰუანგ კიოანთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე პენსმა თქვა: „100 პროცენტით თქვენს გვერდით ვართ“. პენსმა ასევე შეერთებულ შტატებსა და სამხრეთ კორეას შორის არსებულ „ურღვევ კავშირზე“ ისაუბრა.

ვიცე პრეზიდენტის თქმით: „ჩრდილოეთ კორეისთვის უკეთესი იქნება თუ შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ნებისყოფას არ გამოცდის“. მან ასევე თქვა, რომ „ნახევარკუნძულის ბირთვული იარაღისგან გასათავისუფლებლად ყველანაირი ვარიანტი განიხილება.

This item is part of

Facebook Forum

XS
SM
MD
LG