ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრ. კორეამ ბალისტიკური რაკეტების მორიგი ტესტირება ჩაატარა


ჩრდილოეთ კორეის მიერ ჩატარებული უკანასკნელი რაკეტის ტესტირება, სავარაუდოდ, წარუმატებლად დასრულდა. მიუხედავად ამისა, კიმ ჩენ უნის მთავრობა, გაეროს მიერ დაწესებული სანქციების მიუხედავად, ბალისტიკური რაკეტების შესაძლებლობების დახვეწას აგრძელებს.

ფხენიანმა დღეს საშუალო რადიუსის მქონე ბალისტიკური რაკეტების რიგით მეოთხე და მეხუთე ტესტირება განახორციელა. ამერიკელი და სამხრეთ კორეელი სამხედრო ოფიციალური პირების ინფორმაციით, მეოთხე ტესტირების დროს რაკეტა გაშვებიდან მალევე ჩავარდა ზღვაში. მეხუთე რაკეტა, რომელიც "მუსუდანის" ტიპის რაკეტაა, 400 კილომეტრის მანძილზე ჩამოვარდა იაპონიის ზღვაში.

"მუსუდანის" რადიუსი 3000 კილომეტრია. რაკეტის წარმატებული შემუშავების შემთხვევაში, ჩრდილოეთ კორეას აზია-წყნარი ოკეანის აუზში ამერიკული სამხედრო ბაზების მიზანში ამოღება შეეძლება.

XS
SM
MD
LG