ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეა ომისთვის მზად არის


A video grab from KCNA shows the Unha-3 (Milky Way 3) rocket launching at North Korea's West Sea Satellite Launch Site, at the satellite control center in Cholsan county, North Pyongan province, Dec. 13, 2012.

ჩრდილოეთ კორეის ბირთვული რაკეტების შესაჩერებლად სამხრეთ კორეა , შეერთებული შტატები და იაპონია მზადყოფნას აცხადებენ

სამხრეთ კორეა არ არის ინფორმირებული რა ტიპის რაკეტების გამოყენებას აპირებს ჩრდილოეთ კორეა.

შეერთებული შტატების და სამხრეთ კორეის სამხედრო ძალები ისევ განსაკუთრებულ მზადყოფნაში არიან, ჩრდილოეთ კორეის მხრიდან შესაძლო ბირთვული იარაღის გამოცდის გამო. რაც ოფიციალური პირების განცხადებით , ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. იაპონიის საინფორმაციო საშუალებებმა ხუთშაბათს განაცხადეს , რომ როგორც ჩანს ჩრდილოეთ კორეა უკვე მზად არის გამოსცადოს ბალისტიკური რაკეტები. თუმცა ჩრდილეთ კორეას ჯერ არ გაუკეთებია განცხადება რაკეტების გაშვების დროსთან დაკავშირებით.

სამხრეთ კორეის ეროვნული თავდაცვის მინისტრი აცხადებს რომ არ შეუძლია დაადასტუროს ინფორმაცია რომ ჩრდილოეთ კორეას უკვე მწყობრში აქვს მოყვანილი სისტემა იმისათვის რომ რაკეტა გაუშვას.

იაპონური სააგენტოს „ კიოდოს“ მიერ გავრცელებული მსგავსი ინფორმაცია იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროებს ეყრდნობოდა.

სეულში ეროვნული თავდაცვის სამინისტროს პრეს სპიკერმა კიმ მინ-სეოკმა განაცხადა რომ წინასწარი განზრახვით, ერთი ან რამდენიმე რაკეტის გაშვება მომავალ ორშაბათამდე ან კვირის დასაწყისში მოხდება და დაამთხვევენ ჩრდილოეთ კორეის დამაარსებლის კიმ ირ სენის დაბადების დღეს. ამ დროისთვის ამის შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი.

კიმ მინ-სეოკი ამბობს რომ, არავინ იცის მოხდება თუ არა რაკეტების გამოცდა, რამდენს გამოცდიან, როდის მოხდება ეს, გაუშვებენ აღმოსავლეთ სანაპიროს მიმართულებით თუ სამხრეთით.

სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს პრეს სპიკერი ამბობს რომ ვერ დაადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ რომ, ჩრდილოეთ კორეა თავის ბირთვული იარაღის სისტემას იმგვარად ატრიალებს რომ დააბნიოს შეერთებული შტატების და სამხრეთ კორეის საიდუმლო სამსახურები, რათა ვერ შეძლონ რაკეტების შეჩერება მათი გამოცდის მომენტში.

საინფორმაციო საშუალებების მიხედვით, რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა „მუსუდანი“ რომელიც საშუალო სიმძლავრისაა უკვე მწყობრშია, და მოცემულ მომენტში გადააქვთ ქალაქ ვონსანის პორტში. ამავე დროს ხუთი სატრანსპორტო გამშვები მოწყობილობა სამხრეთ ჰემგიონგის პროვინციისკენ გადაადგილდება.

რაკეტების ადრე გამოცდის შემთხვევის დროს ჩრდილოეთ კორეამ საზღვაო ძალები და კომერციული ავიატორები წინასწარ გააფრთხილა საკუთარი გეგმების შესახებ. ამ დრომდე ფხენიანისგან მსგავსი გაფრთხილებები არ ყოფილა, ასევე არ არის ჩრდილოეთ კორეის მრავალრიცხოვანი არმიის მობილიზების ნიშნებიც.

რეგიონში არსებული სხვა სამხედრო ძალებიც სრულ მზადყოფნაში არიან ჩრდილოეთ კორეის მხრიდან შესაძლო სამხედრო პროვოკაციის აღსაკვეთად.
შეერთებული შტატების ფლოტილია ნახევარკუნძულის წყლებში აღჭურვილია ორი რაკეტსაწინააღმდეგო გამანადგურებლით . ის ასევე წყნარი ოკეანისკენ, თავის 85-მეტრიანი სიმაღლის ზღვაზე ბაზირებული რადარის პლატფორმით გადაადგილდა.

სამხრეთ კორეის მფლობელობაშია „აეჯის“ რაკეტსაწინააღმდეგო სარადარო სისტემით აღჭურვილი სამხედრო გემები. ის ასევე აღჭურვილია ბირთვული რაკეტების შემაკავებელი პატრიოტის ტიპის ელემენტებით და სადამკვირვებლო ვერტმფრენით. ეს არის კოორდინაციის ნაწილი , რომ საჭიროების შემთხვევაში შეძლონ ნებისმიერი რაკეტის ჩამოგდება ქვეყანაში.

სხვადასხვა ადგილებში იაპონიამ ანტი-სარაკეტო თავდაცვის ელემენტები პაკ-3 დაამონტაჟა. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინძო აბემ ბრძანება გასცა რომ ეს დანადგარები ნებისმიერი რაკეტის შემთხვევაში გამოიყენონ, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე გამოჩნდება, ასევე გაანადგურონ მრავალჯერადი გაშვების დროს დაზიანებული და ჩამოვარდნილი ნამსხვრევები.

იაპონიის სამთავრობო კაბინეტის მდივანი იოშიჰაიდე სუგა ამბობს რომ, დიპლომატიური არხების მეშვეობით ტოკიომ უთხრა ფხენიანს რომ პროვოკაცია შეწყვიტოს.

სუგა აცხადებს რომ, ყველა ზომა მიღებულია რომ, იაპონელი ხალხის სიცოცხლე და ქვეყნის უსაფრთხოება იქნას უზრუნველყოფილი.

ხუთშაბათს, ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებამ სამხრეთ კორეის პრეზიდენტი პირველად მოიხსენია სახელით , მისი ინაუგურაცია 25 თებერვალს გაიმართა.

პარკ ჯინ ჰაის რეჟიმი ჩრდილოეთ კორეასთან კონფრონტაციაშია, ბრჭყალებში „ აღმასრულებელ დირექტორს“ სამხრეთში არ შეუძლია მოიხსნას პასუხისმგებლობა კესონის ინდუსტრიული ზონიდან გამოსვლის რისკის გამო.

სეულში რამდენიმე საათის შემდეგ მინისტრთა კაბინეტიდან ჩრდილოეთთან ურთიერთობის მინისტრი გაერთიანების სამინისტროში მიკროფონთან განცხადების გასაკეთებლად მივიდა.

გაერთიანების მინისტრმა რო კიჰი-ჩემ განაცხადა რომ, ჩრდილოეთ კორეას უნდა შეეძლოს საუბარი იმ საკითხებზე რომელიც სურს რომ წამოწიოს.

მაგრამ როდესაც ჩაეკითხნენ გულისხმობდა თუ არა ის ორმხრივ მოლაპარაკებებს, მან ახსნა რომ ეს იმაზე მეტია ვიდრე დიალოგის შეთავაზება. ეს განცხადება აღიქვეს როგორც დიალოგის წარმართვის აუცილებლობა არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, როგორიცაა კესონის პროექტი და ჩრდილოეთ კორეის მიერ გახშირებული მუქარები კონკრეტულ მოქმედებაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

ამ კვირაში ჩრდილოეთ კორეამ თავის 53 ათასი თანამშრომელი საწარმო კომპლექსიდან გაიყვანა. ეს არის ერთადერთი ერთობლივი პროექტი რომელიც სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის მიერ ხორციელდება. ასევე ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეელ მენეჯერებს კომპლექსში სატვირთო მანქანებით შესვლა აუკრძალა.

ნახევარკუნძულზე დაძაბულობის გამო ტაივანმა საკუთარ მოქალაქეებს ტურისტული შეზღუდვების შესახებ გააფრთხილა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ტაივანელებს სამხრეთ კორეაში მოგზაურობისგან თავის შეკავება ურჩია ვინაიდან სიტუაცია ბუნდოვანია.

თუმცა სეულში საგარეო საქმეთა მინისტრის პრესმდივანმა ხუთშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა რომ არანაირი მიზეზი არ არსებობს იმისთვის სამხრეთ კორეაში ტურისტებმა ჩასვლისგან თავი შეიკავონ.

ჩრდილოეთ კორეის მშვიდობის კომიტეტმა, რომელიც სამთავრობო სტრუქტურაა, ამ კვირაში უცხოელების უსაფრთხოების მიზნით სამხრეთ კორეაში მიმართვა გაავრცელა რომელიც მათ ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს.

თუმცა როგორც ჩანს, ამ მიმართვას სამხრეთ კორეაში მყოფმა ტურისტებმა და ემიგრანტებმა უბრალოდ ყურადღება არ მიაქციეს.
გასულ კვირას ჩრდილოეთ კორეამ დიპლომატებს ფხენიანში საელჩოს ევაკუაციის გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდა, რადგან ომი შესაძლოა ყოველ წამს დაიწყოს.
XS
SM
MD
LG