ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეელების „ცოცხალი ფარი“


ჩრდილოეთ კორეელების „ცოცხალი ფარი“
ჩრდილოეთ კორეელების „ცოცხალი ფარი“

ჩრდილოეთ კორეაში მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა. ფხენიანის ქუჩებში გამოსულმა მოსახლეობამ ქვეყნის ახალი ლიდერის კიმ ჩენ ინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. ათობით ათასი ადამიანი დროშებით და დოლებით კიმ ირ სენის სახელობის მოედანზე შეიკრიბა. ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ მოსახლეობას ახალი ლიდერის მხარდასაჭერად დარაზმვისკენ და მისი „ცოცხალი ფარით“ დაცვისკენ მოუწოდა. სახელმწიფო მედიამ დემონსტრაციის ამსახველი კადრები გადასცა, სადაც ნაჩვენები იყო, თუ როგორ ესალმებოდნენ აივნიდან პარტიის ლიდერები დემონსტრაციაზე გამოსულ მოსახლეობას. იმყოფებოდა თუ არა ახალი ლიდერი კიმ ჩენ ინი დემოსტრაციაზე უცნობია. თუმცა ფხენიანის ტელევიზიამ მანამდე გადასცა კიმ ჩენ ინის სამხედროებთან და ჯარისკაცებთან შეხვედრის ამსახველი კადრები. რამდენიმე დღის წინ კიმ ჩენ ინი, მმართველმა პარტიამ ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდლად დაასახელა.

XS
SM
MD
LG