ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უმაღლესი ვიზიტი ჩინეთში


უმაღლესი ვიზიტი ჩინეთში
უმაღლესი ვიზიტი ჩინეთში

სამხრეთ კორეის და ჩინეთის პრეზიდენტები კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის და სტაბილურობის დასაცავად ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის და ურთიერთთანამშრომლობის დასახვის გზებზე ისაუბრებენ

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ლი მუნ-ბეკი პეკინს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს. ვიზიტი ჩრდილოეთ კორეის დიდი ხნის ლიდერის, პრეზიდენტ კიმ ჩენ ირის, გარდაცვალებას და ქვეყნის ძალაუფლებაში მომხდარ ცვლილებებს ეძღვნება.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ბატონი ლი მუნ-ბეკი ჩინეთის უმაღლეს ოფიციალურ პირებს ხვდება, რომელთა შორის პრეზიდენტი ჰუ ჯინტაო და პრემიერი ვენ ძიაბაო არიან.

კვირას გავრცელებულ განცხადებაში სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ორი პრეზიდენტი კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის და სტაბილურობის დასაცავად ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის და ურთიერთთანამშრომლობის დასახვის გზებზე ისაუბრებენ“. ისინი რამდენიმე აქტუალურ აზიურ, თუ გლობალურ საკითხსაც განიხილავენ.

ორივე სახელმწიფო გულდასმით ადევნებს თვალს ჩრდილოეთ კორეაში მიმდინარე მოვლენებს, რათა ბირთვული იარაღის მქონე მეზობელ ქვეყანაში ძალაუფლებისთვის ბრძოლამ რეგიონისთვის საშიში ხასიათი არ მიიღოს.

XS
SM
MD
LG