ჩრდილოეთ კავკასიაში მოსამართლეს კლავენ. მოსკოვის გენერალური პროკურატურის განცხადებით, ყაბარდო-ბალყარეთის ერთ-ერთ სოფელში მოსამართლე ჯულბერ ბიკოვი დაუდგენელმა პირმა საკუთარი სახლის წინ ცეცხლსასროლი იარაღით გამოასალმა სიცოცხლეს. ბიკოვი ნალჩიკის ჩრდილოეთით, სოფელ მაისკიში მუშაობდა.