ჩრდილოეთ კორეამ ოფიციალურად უარყო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ბირთვული იარაღის პროგრამების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების მიხედვით, გაეროს სანქციებზე პასუხად ჩრდილოეთ კორეა პროგრამების „ათასჯერ გაზრდას“ გეგმავს.
ამ კვირაში დაწესებული სანქციები რიგით მეხუთეა 2006 წლის შემდეგ, რომელიც ჩრდილოეთ კორეაზე ფინანსურ შეზღუდვებს და უმკაცრეს სატრანსპორტო ემბარგოს ითვალისწინებს. ოფიციალურმა პეკინმა ახალ სანქციებს მხარი დაუჭირა. თუმცა, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დღევანდელი განცხადების მიხედვით, სანქციები პრობლემას ვერ გადაჭრის, თუკი მას თან არ ახლავს დიალოგი და მოლაპარაკება.