ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გრძელდება სიტყვიერი დაპირისპირება ამერიკას და ჩრდილოეთ კორეას შორის


ჩრდილოეთ კორეამ ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საქციელს "გიჟის სპაზმი" უწოდა. ორ ქვეყანას შორის სიტყვიერი დაპირისპირების მორიგი რაუნდი დონალდ ტრამპის მიერ "ტვიტერზე" დაწერილს მოჰყვა. ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ "ბირთვული ღილაკი" რომელიც მის ხელთაა, "გაცილებით დიდი და ძლიერია", ვიდრე ჩრდილოეთ კორეის ლიდერის.

დღეს ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნებულ სარედაქციო წერილში ნათქვამია, რომ პრეზიდენტ ტრამპის ე.წ. ტვიტები "ხელმოცარული ადამიანის სასოწარკვეთილ მენატალურ მდგომარეობას" ასახავს.

ორი ქვეყნის ლიდერებს შორის სიტყვიერი ომის ესკალაცია გასული წლის ბოლოს, ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური და ბირთვული იარაღის გამოცდის შემდეგ დაიწყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG