ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრ. კორეა სანქციების გვერდის ავლას ბრიტანეთში გაფორმებული კომპანიებით ცდილობს


ლონდონელი მკვლევარების განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა საერთაშორისო სანქციებისთვის თავის არიდებას ცდილობს. ფხენიანი ამას ბრიტანეთში რეგისტრირებული კომპანიების საშუალებით ახერხებს, ნათქვამია ლონდონში დაფუძნებული კვლევითი ორგანიზაციის - გაერთიანებული სამეფოს სამსახურების ინსტიტუტის - ანგარიშში.

კვლევა დეტალურად აღწერს, თუ როგორ და რომელი გემების საშუალებით გააქვთ ამ კომპანიებს ჩრდილოეთ კორეიდან ქვანახშირი, ქვეყნის მთავარი საექსპორტო პროდუქტი. ეს სახსრები კი, გაეროს უშიშროების საბჭოს ინფორმაციით, ფხენიანის ბირთვულ და ბალისტიკურ სარაკეტო პროგრამებს ხმარდება.

ევროპის კავშირს, შეერთებულ შტატებს და გაეროს ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციები იმიტომ აქვს დაწესებული, რომ ფხენიანმა ბირთვული იარაღი არ შექმნას. ქვეყნიდან ქვანახშირის საექსპორტოდ გატანა და გაყიდვა გაეროს რეზოლუციებით არის აკრძალული და საერთაშორისო რეგულაციებთან წინააღმდეგობაში მოდის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG