ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფხენიანი: სამხედრო წვრთნებმა შესაძლოა ცუდი გავლენა იქონიოს ბირთვულ მოლაპარაკებაზე


ს. კორეის შეიარაღებული ძალები

ჩრდილოეთ კორეა აკრიტიკებს ვაშინგტონს იმის გამო, რომ შეერთებული შტატები მომავალ თვეში, სამხრეთ კორეასთან ერთად, სამხედრო წვრთნების ჩატარებას გეგმავს. ფხენიანი აცხადებს, რომ ამ ფაქტმა შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მომავალ, სამუშაო დონის ბირთვული მოლაპარაკების ჩატარებაზე, ამერიკის შეერთებულ შტატებს და ჩრდილოეთ კორეას შორის.

განცხადება ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გააკეთა. კორეის ცენტრალურ საინფორმაციო სააგენტოში გავრცელებული განცხადების მიხედვით, წვრთნების ჩატარება არღვევს სინგაპურში, ორი ქვეყნის ლიდერებს - დონალდ ტრამპს და კიმ ჩენ უნს - შორის მიღწეულ შეთანხმებას. "შევხედავთ შეერთებული შტატების მომდევნო ნაბიჯებს და მივიღებთ გადაწყვეტილებას სამუშაო დონის მოლაპარაკების ჩატარების თაობაზე" - ნათქვამია ჩრდილოეთ კორეის საგარეო უწყების განცხადებაში.


Facebook Forum

XS
SM
MD
LG