ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონალდ ტრამპი პირველი მოქმედი ამერიკელი პრეზიდენტია, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა


დონალდ ტრამპი პირველი ამერიკელი მოქმედი პრეზიდენტი გახდა, რომელმაც ჩრდილოეთ კორეის მიწაზე დადგა ფეხი.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჯონგ ინთან შეხვედრის დროს, სამხრეთ კორეაში არსებულ დემილიტარიზებულ ზონაში, კიმმა მას სადემარკაციო საზღვრის ჩრდილოეთ-კორეის მხარეს სთხოვა გადასვლა. ორი ლიდერი რამდენიმე წამით გადავიდა ჩრდილოეთ კორეაში, რამაც დონალდ ტრამპი პირველ ამერიკელ პრეზიდენტად აქცია, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში იმყოფებოდა.

ხელის ჩამორთმევის დროს კიმმა აშშ-ის პრეზიდენტს უთხრა: "მე თქვენ აქ ყოფნას ვერასდროს წარმოვიდგენდი"-და დასძინა, "დღევანდელი დღე გუშინდელს სჯობია, სურვილი მაქვს ჩვენს შორის უსიამოვნო ურთიერთობები დასრულდეს და ახლებური მომავალი გვქონდეს."

დონალდ ტრამპმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ორ ლიდერს პირველივე დღიდან მოეწონათ ერთმანეთი და რომ ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG