ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეიდან სატელიტური ფოტოები ვრცელდება


სატელიტიდან დანახული ახალი ფოტოების თანახმად, ჩრდილოეთ კორეაში ორ სამხედრო ბაზაზე ახალი სამუშაოები შეინიშნება. ეს ფოტოები ტელეკომპანია "სი-ენ-ენმა" მოიპოვა, სადაც ჩანს, რომ ამ ობიექტებზე შარშან დაწყებული მიწისქვეშა ობიექტის მშენებლობა წელსაც გრძელდებოდა.

მიდლბურის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის მკვლევარები, რომლებმაც სატელიტური იმიჯები გააანალიზეს, თქვეს, რომ აღნიშნული საქმიანობა ნამდვილად „მნიშვნელოვანია“. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ამ ობიექტებმა, ჩატარებული სამუშაოების და ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ფხენიანისგან ახალი შორი-რადიუსის რაკეტები მიიღონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG