ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“ვაშინგტონ პოსტი”: ფხენიანი ახალ რაკეტებზე მუშაობს


სანუმდონგის ლაბორატორიების სატელიტური ფოტო

შეერთებული შტატების დაზვერვის წარმომადგენლების ინფორმაციით, სახეზეა ნიშნები, რომ ჩრდილოეთ კორეა ახალ რაკეტებზე მუშაობას აგრძელებს. ცნობას გაზეთი “ვაშინგტონ პოსტი” საკუთარი წყაროს ანონიმურობის დაცვის პირობით ავრცელებს.

დაზვერვის ოფიციალურმა პირებმა მედიას აუწყეს, რომ სანუმდონგის კვლევით ცენტრში ჩრდილოეთ კორეა სულ ცოტა, ერთ და სავარაუდოდ, ორ ახალ რაკეტას ქმნის. მტკიცებულებებს შორისაა სატელიტური ფოტოები, რომელიც შორი რადიუსის ბალისტიკურ რაკეტებზე მუშაობაზე მიუთითებს. ახალ რაკეტაზე იმ საწარმოში მუშაობენ, სადაც წარსულში შეიქმნა შეერთებულ შტატებზე წვდომის უნარის მქონე სხვა რაკეტები.

გასულ კვირას სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა ბირთვული რაკეტების საწვავს, განიარაღების დაპირების მიუხედავად, ისევ აწარმოებს. ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების არ სჯერა ბევრ ამერიკელ ანალიტიკოსს, თუ დამოუკიდებელ ექსპერტს. მათი თქმით, ბირთვული იარაღის საწარმოების დაშლა, ძირითადად სიმბოლურ ხასიათს ატარებს. ანალიტიკოსების აზრით, პროცესის შებრუნება იოლია და უკვე დაშლილი რაკეტების გამოსაცდელი სადგურის აშენება რამდენიმე თვის განმავლობაში შეიძლება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG