ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანს ბირთვული შეთანხმების შენარჩუნება სურს


მოჰამად ჯავად ზარიფი, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
მოჰამად ჯავად ზარიფი, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

2015 წელს დადებული საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების შენარჩუნების მიზნით, ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების ნაწილი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ავსტრიაში ხვდებიან. მოჰამად ჯავად ზარიფი ევროპელ და ჩინელ კოლეგებს პარასკევს, ვენაში შეხვდება. ირანთან ერთად, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, რუსეთი და გერმანია.

მხარეები შეეცდებიან იმსჯელონ იმაზე, თუ როგორ შეინარჩუნონ შეთანხმება, რომლის დატოვების გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამ წლის მაისში მიიღო.

ირანის პრეზიდენტის ჰასან როჰანის თქმით, ის ევროპის ლიდერებისგან ელის შეთანხმების ძალაში დასატოვებელი ზომებისგან შემდგარ პაკეტს.

ვაშინგტონმა ორშაბათს განაცხადა, რომ ირანს საბანკო და ენერგო სექტორებში მკაცრ სანქციებს დაუწესებს. “ჩვენი მიზანია გავზარდოთ ზეწოლა ირანის რეჟიმზე, საწვავის გაყიდვით შესული შემოსავლის ნულზე დაყვანის გზით” - განაცხადა ბრაიან ჰუკმა, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკის დაგეგმვის დირექტორმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG