ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიისკენ რაკეტა ისროლა


დღეს დილით, ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის წყლების მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. ის გაშვებიდან 10 წუთში სამად გაიყო და წყნარ ოკეანეში, იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოს აღმოსავლეთით ჩავარდა.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფხენიანი მკაცრად გააკრიტიკა და მომხდართან დაკავშირებით თქვა, რომ “ყველა საპასუხო ვარიანტი განიხილება.” “დესტაბილიზაციისკენ მიმართული მსგავსი ქმედება კიდევ უფრო აღრმავებს ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის იზოლაციას რეგიონში და ყველა სხვა სახელმწიფოს შორის” - ნათქვამია შეერთებული შტატების ლიდერის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებაში.

ექსპერტები დღეს გამოცდილ რაკეტას ფხენიანის მიერ გუამის ამერიკული ტერიტორიისკენ გაშვების მუქარაში ნაგულისხმევი რაკეტის ანალოგად მიიჩნევენ. ჩრდილოეთ კორეის საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტების გამოცდის საქმეში ეს მეორე წარმატებულ ტესტად შეიძლება ჩაითვალოს - აცხადებს ჯეფრი ლუისი, კალიფორნიაში მდებარე მიდლბურის ინსტიტუტის პროფესორი. ანალოგის პირველი გამოცდა 2017 წლის მაისში მოხდა. რაკეტას 3-დან 5 ათას კილომეტრამდე მანძილის დაფარვა შეუძლია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG