ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფხენიანი ამბობს, რომ აშშ მისი თავდასხმის რადიუსშია


ფხენიანი, ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთი კორეის ლიდერმა კიმ ჯონგ უნმა საკონტინენტთაშორისო რაკეტის მორიგი გამოცდის შემდეგ განაცხადა, რომ მის ქვეყანას აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე თავდასხმისათვის საკმარისი რაკეტები გააჩნია.

ჩრდილოეთი კორეის სარაკეტო გამოცდა დაგმო ჩინეთმა. სამხრეთმა კორეამ, იაპონიამ და შეერთებულმა შტატებმა კი განაცხადეს, რომ ფხენიანის ბირთვული ამბიციების შესაკავებლად გაეროს უშიშროების საბჭოში ახალ დოკუმენტს წარადგენენ.

ფხენიანმა რაკეტების გამოცდა კიმ ჯონგ უნის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაააქტიურა. პარასკევის ტესტი ამ თვეში უკვე მეორე იყო. სამხრეთკორეული სააგენტოების თანახმად, კიმმა ბოლო ტესტს "აშშ-ისთვის გამიზნული სერიოზული სიგნალი" უწოდა და განაცხადა, რომ "აშშ-ის მთელი ტერიტორია მისი რაკეტების რადიუსში ხვდება."

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ფხენიანის სარაკეტო გამოცდა "სახიფათო და წინდაუხედავი ნაბიჯია, რაც ჩრდილოეთ კორეას მეტ იზოლაციაში მოაქცევს."

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ამბობს, რომ ფხენიანი "გაეროს არაერთ რეზოლუციას უხეშად არღვევს."

Facebook Forum

XS
SM
MD
LG