ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მორიგი სარაკეტო გამოცდა იაპონიის ზღვაში


ჩრდილოეთ კორეამ მორიგი სარაკეტო გამოცდები ჩაატარა და ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე სავარაუდოდ ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის მედია ავრცელებს. აღნიშნული გამოცდები ფხენიანს და სეულს შორის, ასევე ამ უკანასკნელის დასავლელ მოკავშირეებთან დაძაბულობას კიდევ უფრო ზრდის.

ანტისაჰაერო რაკეტები იაპონიის ზღვაში დღეს ისროლეს. ინფორმაციას სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროც ადასტურებს და აცხადებს, რომ გასროლა აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ სონდოკიდან მოხდა, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ რაკეტების რადიუსი და ტრაექტორია დაზუსტებული არ არის.

XS
SM
MD
LG