ჩრდილოეთ კორეამ მოკლე რადიუსიანი რაკეტების მორიგი გამოცდა ჩაატარა. ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროდან გასროლები ზღვის მიმართულებით განხორციელდა.
სამხრეთ კორეის ოფიციალური წყაროების ცნობით, რაკეტების გაშვება ქალაქ ჰამბურგიდან მოხდა. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ტიპის რაკეტები გაუშვეს. გასულ კვირაში ახალი სანქციების პასუხად ჩრდილოეთ კორეამ საშუალო რადიუსის რაკეტები გამოსცადა.